ფეხბურთი

2:03 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩები სხვადასხვა მიზეზით ძალიან დიდხანს გრძელდება"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის რეალთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, სურთ, რომ „სამეფო კლუბს“ ზედიზედ მეორედ აჯობონ, რაც ძალიან რთულია.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „რეალს“ ვეთამაშებით. ვიცით, მათი ძლიერი მხარეები. გასულ სეზონში მოვიგეთ, მანამდე კი წავაგეთ. წელს საპასუხო მატჩს შინ ვითამაშებთ, სადაც თავს ძალიან ძლიერებად ვგრძნობთ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მატჩები ძალიან გრძელია, სხვადასხვა მიზეზის გამო. ისინი თამაშის ბევრ ასპექტს აკონტროლებენ. როდესაც რეალი მარცხდება, ყოველთვის ამბობენ, რომ მათ ცუდად ითამაშეს, მაგრამ ასე არ არის. უნდა ითქვას, რომ მეტოქეები უკეთესები იყვნენ. მათ წინააღმდეგ ზედიზედ ორჯერ მოგება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება შვება იყო. ახლა გვინდა, ამის კიდევ ერთხელ გაკეთება.

ტაქტიკურად ანჩელოტის ცუდ მწვრთნელად არ მივიჩნევ. გაიხსენეთ სად დააყენა პირლო ან კროოსის და ბელინგემის პოზიციებს შეხედეთ. მას ყველა ასპექტში დიდ მწვრთნელად მივიჩნევთ.

ბელინგემი როდესაც პირველად ვნახე, ის მხოლოდ 17 წლის იყო. სხვებთან შედარებით განსხვავება იყო არა მხოლოდ მისი შესაძლებლობები, არამედ მისი გონება. რეალში ანჩელოტიმ მაშინვე უპოვა მას მისთვის იდეალური პოზიცია. ის ახერხებს, რომ ყოველთვის ბრწყინვალე იყოს და მხოლოდ 20 წლისაა. წარმოიდგინეთ, რა შეუძლია მომავალში გააკეთოს.

მომწონს მწვრთნელობა და კარგადაც მიხდიან. როდესაც ვიგრძნობ, რომ წასვლის მომენტი მოვიდა, მაშინვე წავალ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118653