ფეხბურთი

23:00 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის დაბრუნება: "დინამო ბათუმმა" "დინამო თბილისი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც „დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა.

შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს. ანგარიში 34-ე წუთზე ონორე გომისმა გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი.

მეორე ტაიმში თავი ლევან კუტალიამ გამოიჩინა, რომელმაც ბათუმელთა მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისში“ თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც მეორე ტაიმში შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.

„დინამო ბათუმი“ 18 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 12 აპრილს, სტუმრად გორის „დილას“ ეთამაშება. „დინამო თბილისმა“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, 7 ტურში მხოლოდ 8 ქულა აქვს და მეექვსე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.

„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გომისი (34), 2:0 კუტალია (68)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111415