„კაენი“ – „ბორდოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟირონდელმა გულშემატკივრებმა ზურიკო დავითაშვილი დაასახელეს.
გამოკითხვაში ქართველმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და აჯობა თანაგუნდელებს, ჰარისონ მარსელინს, პედრო დიასს და კარლ-იოჰან იონსონს.
ზურიკომ „კაენის“ წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (1:0) დიდი წვლილი შეიტანა.
მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 30 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა.