ფეხბურთი

15:15 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ეს არ არის ცირკი და მე ჯამბაზი არ ვარ"

ლონდონის „ჩელსის“ მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ უპასუხა შეკითხვას, რომლის მიხედვით, გულშემატკივრებს სურთ, რომ უფრო ემოციური იყოს თამაშის დროს.

არგენტინელის განცხადებით, ეს არ არის ცირკი და თვითონ არ არის ჯამბაზი.

„ფანებს ნაწილს სურს, რომ უფრო ემოციური ვიყო? ვნება არ ნიშნავს, რომ გიჟი უნდა იყო, რომელიც სისულელეებს აკეთებს სათადარიგო სკამთან, მე ასეთი არ ვარ. გუნდმა უნდა გამოავლინოს ვნება, როდესაც მოედანზე 11 ფეხბურთელია, დარბიან და ცდილობენ გოლის გატანას. მე უნდა ვიყო მშვიდი, ანალიტიკური, რათა დავეხმარო მათ თამაშის ყელა ასპექტში. თამაშის ბოლოს ემოციის ჩვენება შესაძლებელია, რასაც მეც ვაკეთებ.

ეს არ არის ცირკი, სადაც ჯამბაზია საჭირო. ჩვენ ვართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, ამიტომ, სამწვრთნელო შტაბი მშვიდად უნდა ვიყოთ. მე არ ვარ ჯამბაზი, მე ვარ მწვრთნელი. თუ ვინმეს ჯამბაზი უნდა, წავიდეს და იპოვოს“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ პრემიერლიგის ბოლო ტურში საოცრად დრამატულ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 4:3 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111525