ფეხბურთი

12:30 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

24 წლის სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი მოკლეს

სამხრეთ აფრიკული „კაიზერ ჩიფსის“ ფეხბურთელი ლუკ ფლერსი მოკლეს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის მცველს იოჰანესბურგის გარეუბანში მაშინ ესროლეს, როცა ბენზინგასამართ სადგურზე იმყოფებოდა. როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, მას ორმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ესროლა.

ფლერსი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

ლუკ ფლერსი სამხრეთ აფრიკაში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო. მან 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც სამხრეთ აფრიკის ოლიმპიურ ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა.

0.112512