ფეხბურთი

10:30 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ბუნებრივია, რომ კვარაცხელია ამ სიტუაციას უსამართლობად აღიქვამს"

იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მშვიდად არ არის „ნაპოლიში“ მისი ხელფასის გამო.

როგორც პედულამ აღნიშნა, 1.5 მილიონი ევროს ანაზღაურება უსამართლობაა და კვარაცხელიაც ამ სიტუაციას სწორედ ასე უყურებს.

„ქართველი თავდამსხმელის სეზონი რა თქმა უნდა, არ არის საუკეთესო, მაგრამ ეს უნდა გავიგოთ. კვარაცხელია დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაშინ, როდესაც მისი მეწყვილე შეტევაში, ოსიმენი - 10 მილიონს. როგორ უნდა გრძნობდეს კვარაცხელია თავს ამ არაპროპორციების წინაშე? ნორმალურია, რომ ფეხბურთელი არ არის მშვიდად, ის ამ სიტუაციას აღიქვამს, როგორც უსამართლობას“, - თქვა პედულამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112344