ფეხბურთი

1:32 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფილ ფოდენის ჰეთ-თრიქით "მანჩესტერ სიტიმ" "ასტონ ვილა" დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ ბირმინგემის „ასტონ ვილა“ 4:1 დაამარცხა.

პეპ გვარდიოლას გუნდი მეოცე წუთზე როდრის გოლით დაწინაურდა, რასაც სტუმრებმა მალევე ჯონ დურანის გოლით უპასუხეს. „სიტიმ“ პირველი ტაიმის მიწურულს ფილ ფოდენმა საჯარიმო დარტყმით მანჩესტერელები ისევ წინ გაიყვანა.

ეს მატჩი ფოდენისთვის ბენეფისი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ინგლისელმა ნახევარმცველმა მეორე ნახევარში კიდევ ორჯერ გამოიჩინა თავი და „ქალაქელებს“ მოაგებინა.

„მანჩესტერ სიტი“ 67 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ასტონ ვილა“ 59 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. ამავე ტურში "არსენალმა" "ლუთონს" 2:0 აჯობა და 68 ქულით გალიდერდა, თუმცა "ლივერპულს" 31-ე ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11002