ლიბერტადორესის თასის პირველ ტურში მონტევიდეოს „ნასიონალი“ ასუნსიონის „ლიბერტადს“ უმასპინძლებს და სტუმართა შეტევის ხაზი ყურადღებას იქცევს.
როგორც ვარაუდობენ, პარაგვაელთა ძირითად შემადგენლობაში იქნებიან ოსკარ კარდოზო და როკე სანტა კრუზი. ორივეს ერთობლივი ასაკი 82 წელია, ასეთი ხანდაზმული შემტევი დუეტი კი, ლიბერტადორესის თასზე არავის ჰყავს.
ოსკარ კარდოზო ამჟამად 40 წლისაა, მაგრამ სულ მალე გახდება 41 წლის (20 მაისს). ის „ლიბერტადში“ 2017 წლიდან ირჯება, ხოლო მანამდე „ბენფიკაში“ გაითქვა სახელი, ასევე იყო „ტრაბზონსპორის“ და „ოლიმპიაკოსის“ წევრი.
კიდევ უფრო ასაკოვანია (42 წლის) სანტა კრუზი, რომელიც აგვისტოში 43 წლის გახდება. „ლიბერტადს“ ის 2022 წელს შეუერთდა. როკეს წარმატებული კარიერა ჰქონდა „ბაიერნში“, „ბლექბერნში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ბეტისში“ და „მალაგაში“.
როკე სანტა კრუზიც და ოსკარ კარდოზოც უახლოეს წარსულში პარაგვაის ნაკრების ლიდერები იყვნენ.