ფეხბურთი

23:35 | 2.04.2024 | ნანახია 1349 - ჯერ

სუპერ გიორგი არაბიძე!

საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში გიორგი არაბიძის საოცარი თამაშით „ტორპედომ“ ფოთის „კოლხეთის“ დამარცხება შეძლო.

მატჩი ძალიან დაძაბული, საინტერესო და ლამაზი საყურებელი გამოდგა. შეხვედრას არც დრამატულობა აკლდა.

27-ე წუთზე გიორგი არაბიძემ დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და მეკარეს შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაუტანა. თუმცა, პირველი ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს, რადგან მალევე საბა ფირანაშვილმა ასევე ულამაზესი გოლით გაათანაბრა. მანაც შორი მანძილიდან გაისროლა. სამიოდე წუთში ცოტნე ნადარაია გააძევეს და „ტორპედო“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, ხოლო პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში კირილ კლიმოვმა ფოთელები წინ გაიყვანა - 1:2.

რიცხობრივი უმცირესობისა და ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, მეორე ტაიმში „ტორპედომ“ დააქამბექა. გიორგი არაბიძე უბრალოდ შეუდარებელი იყო. 69-ე წუთზე მისი აქტიურობით გათანაბრდა ანგარიში, როცა გიორგის დარტყმა მეკარემ უკუაგდო, მაგრამ დამატებაზე ლაშა შერგელაშვილი ზუსტი იყო. 79-ე წუთზე კი, არაბიძემ ზღაპრული გოლი შეაგდო - ისევ დაახლოებით 30 მეტრიდან მეტოქის ცხრიანი დალაშქრა!

ამრიგად, გიორგი არაბიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნულ ნაკრებში შანსს იმსახურებს. ასეთი დარტყმის მქონე ფეხბურთელი დღეს საქართველოში ნამდვილად არ მოიძებნება და მისი ცაციით თამაშის მოგება ნებისმიერ მომენტში შეიძლება.

„ტორპედო“ 9 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთს“ 8 ქულა აქვს და წინ „იბერიასთან“ თამაში ელოდება.

„ტორპედო“ – „კოლხეთი“ 3:2 (1:2)

გოლები: 1:0 არაბიძე (27), 1:1 ფირანაშვილი (33), 1:2 კლიმოვი (45), 2:2 შერგელაშვილი (69), 3:2 არაბიძე (79)


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:38 | 03.04.2024
lagashi (6738)

როგორც ჩანს ხასიათის კაცია, მაგრამ აქვს უნარი მარტომ გადაწყვიტოს თამაშის ბედი, ნაკრების თადარიგში აუცილებლად უნდა იყოს ასეთი კაცი

20:36 | 03.04.2024
lagashi (6738)

არცერთ ქართველ ფეხბურთელს აქვს ამაზე უკეთესი დარტყმა..

სანიოლმა მართალი კი თქვა, ბევრს არ დარბისო

მაგრამ, მაინც აუცილებელია ასეთი კაცის ნაკრებში ყოფნა, აუცილებელი ხომ არაა მაინცდამაინც სასტარტოში, უბრალოდ იმდენად განსხვავებული უნარისაა რომ ყოველიშემთხვევისთვის იმ 26 კაციან სიაში რომ იყოს, კარგი იქნება

18:41 | 03.04.2024
ძიუდოო123 (1282)

სტაბილურია თუ არა ეს კაცი წასაყვანია მისი ნაკრებში ვერ მოხვედრა რომ საფეხბურთო თემას სცდება ეს ნათელია. 19 წლის შახტარის 21 წლანდელებში თამაშისდროს ნაკრებში ათამაშებდნენ და ეხლა გამოძახებითაც არ იძახებენ. გვინდა თუ არა დღევანდელი ქართველი შემტევების ტოპ 5 შია

12:24 | 03.04.2024
KoRBeN DaLLaS (24842)

მახსოვს ჟუნინიო პერნამბუკანოც არ იყო დიდად განებივრებული ნაკრებში გამოძახებით ))

18:39 | 03.04.2024
ძიუდოო123 (1282)

იმდროინდელი ბრაზილიის სასტავი გვყავს და არ ვიცით?

10:41 | 03.04.2024
გუსანი (746)

პირველზე არა და მეორე გოლის დროს კოლხეთის იმ სამ ფეხბურთელს ვურჩევდი სხვა პროფესია აირჩიონ ან მეტი ივარჯიშონ და იფიქრონ, სტატისტის როლში იყვნენ, ან არაბიძის მეგობრები არიან... ვილისაც ვეთანხმები არაბიძის შემთხვევაში, მაგრამ ვფიქრობ შანსს იმსახურებს და თუ სტაბილური გახდება მიეცემა კიდეც ერთა ლიგის თამაშებზე ...

10:20 | 03.04.2024
გუსანი (746)

არაფერი საცენზურო არ დამიწერია არასდროს, რაღაც შეცდომაა...

10:17 | 03.04.2024
გუსანი (746)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

09:04 | 03.04.2024
safia81 (4)

სანიოლი როცა ესწრებოდა მაშინ ჩაისვარა, ახლა ნალრების ტამაში არაა და ვინ გამოიძახებს სანიოლს კიდე ლანძრავენ, ევროპაზე გაიყვანა კაცმა ნაკრები, არაა ეს ფეხბურთელი სტაბილური

05:30 | 03.04.2024
georgianwelder (778)

შიგ სანიოლის დედაში დააჭედა ორჯერ. ქართველი მესი!!!

00:14 | 03.04.2024
alfadhirhaiti (7530)

ტოპ ფეხბურთელია. კვარას და ჩაკვეტაძის შემდეგ მესამე ტოპ შემტევი იქნება ნაკრებისთვის. ჟურნალისტებმა ტვინი უნდა უჭამონ სანიოლს და ევროპის ჩემპიონატის განაცხადში ჩაასმევინონ. ესეთი დარტყმა არცერთს აქვს. ძირითადის ფეხბურთელად თუ არა, სათადარიგო ვარიანტად უნდა განიხილონ ყველა ვარიანტში. ოღონდ გამოიძახონ..

0.065619