„ბარსელონას“ ფეხბურთელმა პედრიმ განაცხადა, რომ სურს მელოტი იყოს... ესპანელის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელში გამელოტებული პედრის ფოტოებიც აქტიურად ვრცელდება.
„10 წლის შემდეგ რა იქნება? 31 წლის ვიქნები. ჩემს თავს მელოტ ბიჭად ვხედავ, რომელიც ფეხბურთს თამაშობს. ყოველთვის მინდოდა მელოტი ვყოფილიყავი. რაც შეეხება ტრავმას, დაბრუნების თარიღზე გარკვევით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის და ვფიქრობ, რომ მოედანზე მალე დავბრუნდები.
ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ „ბარსა“ ვართ. თასის მოგება ადვილი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, წარმატების შანსი გვაქვს“, - აღნიშნა პედრიმ.