ჩოგბურთი

20:21 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე აგასიმ დევიდ ბექემთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

„დიდი სლემის“ რვაგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასიმ სოციალურ ქსელში მაიამის „ინტერის" საფეხბურთო კლუბის მფლობელთან, ყოფილ ფეხბურთელ დევიდ ბექემთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.

როგორც ჩანს, აგასი და ბექემი ერთად თამაშობდნენ პიკლბოლს (სპორტი, რომელიც აერთიანებს ბადმინტონის, ჩოგბურთის და მაგიდის ჩოგბურთის ელემენტებს).

„სასიამოვნო იყო", - მიაწერა ანდრემ ფოტოს.

აგასი მაიამის WTA-1000 ტურნირის ფინალზეც შენიშნეს. თავად ანდრემ ექვსჯერ მოიგო ვაჟთა სინგლის შეჯიბრი.

აგასი თავის ლეგენდარულ მეუღლესთან, „დიდი სლემის“ 22-გზის ჩემპიონ გერმანელ შტეფი გრაფთან და მათ შვილებთან ერთად ანდრეის მშობლიურ ლას-ვეგასში ცხოვრობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129635