ფეხბურთი

16:15 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ფეხბურთელები პოჩეტინოსთან მუშაობით უკმაყოფილო არიან

„ჩელსის“ ფეხბურთელთა ნაწილი მაურისიო პოჩეტინოსთან მუშაობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

როგორც ცნობილი გახდა, ფეხბურთელებს არ სურთ მომდევნო სეზონშიც არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით თამაში. პოჩეტინოს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მაგრამ წარუმატებელი შედეგებიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული სამსახურის დატოვება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოუწიოს.

ლონდონის „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგაში 40 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილზეა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას პრაქტიკულად ჩამოშორებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13525