ფეხბურთი

19:56 | 31.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა დე ძერბი მეხუთე ცდაზე პირველად დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში „ლივერპულმა“ „ბრაიტონ ალბიონს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

სტუმრები მეორე წუთზე დენი უელბეკის გოლით დაწინაურდნენ, რასაც მერსისაიდელებმა 27-ე წუთზე ლუის დიასის გოლით უპასუხეს.

„ლივერპულმა“ თამაში მოჰამედ სალაჰის გოლით მოიგო, რომელმაც მეტოქის კარი 65-ე წუთზე დალაშქრა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა რობერტო დე ძერბი პირველად დაამარცხა (2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება იტალიელის სასარგებლოდ).

„ლივერპული“ 67 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას, მომდევნო ტურში კი 4 აპრილს, „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. „ბრაიტონი“ 42 ქულით მეცხრე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106179