ფეხბურთი

12:32 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარა დღეს დაისვენებს, მომდევნო ტურში კი დაბრუნდება

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დღეს ბერგამოს „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს.

თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, დაზიანება სერიოზული არაა და ქართველის დაბრუნება უკვე მომდევნო ტურშია მოსალოდნელი, როდესაც 7 აპრილს ნეაპოლელები სტუმრად „მონცას“ შეხვდებიან.

„ატალანტასთან“ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება კვარასაც სურდა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს, რო გარისკვა არ ღირდა, ამიტომ, ქართველი დღეს დაისვენებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 38 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098064