ფეხბურთი

21:59 | 29.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთმა" "თელავს" აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში ფოთის „კოლხეთმა“ „თელავს“ უმასპინძლა და მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში სტუმრებმა ელდარ პარკინაშვილის გოლით გახსნეს, მაგრამ მალევე დემეტრე გვასალიამ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში კი, ფოთელებს კირილ კლიმოვმა მოაგებინა, რომელმაც დუბლი შეასრულა - 3:1.

დავით კვირკველიას გუნდს ხუთ ტურში 8 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „ტორპედოს“ ეთამაშება. „თელავის“ აქტივში მხოლოდ 3 ქულა და მეშვიდე ადგილია, მომდევნო შეხვედრას კი „გაგრასთან“ ჩაატარებს.

„კოლხეთი“ – „თელავი“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 პარკინაშვილი (37), 1:1 გვასალია (43), 2:1 კლიმოვი (66), 3:1 კლიმოვი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114106