ფეხბურთი

21:14 | 29.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "იბერია" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგა ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მეხუთე ტურის პირველ მატჩში გორის „დილამ“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა.

საბა მამაცაშვილის გოლით „იბერია“ სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს სიტუაცია შეიცვალა, როდესაც სტუმრებს შოთა ნონიკაშვილი გაუძევეს, ხოლო პენალტი გოლად ტაირელ ვაუტერმა აქცია.

მეორე ნახევარში ივან ლიტვინენკომ და ანტონიო ლოპესმა სტუმრებს კიდევ ორი გოლი გაუტანეს და გორელებმა 3:1 გაიმარჯვეს.

გორის „დილას“ 5 ტურში 12 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 აპრილს, „დინამო თბილისს“ ესტუმრება. „იბერია“ 10 ქულით მესამეა და შემდეგი შეხვედრა 2 აპრილს, „დინამო ბათუმთან“ ელოდება.

„დილა“ – „იბერია“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 მამაცაშვილი (5), 1:1 ვაუტერი (45, პენ), 2:1 ლიტვინენკო (64), 3:1 ლოპესი (90)

0.126456