ფეხბურთი

14:47 | 29.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც მთელი ერი"

საქართველოს ნაკრების და „კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

ვიდეო იტალიური კლუბის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, რომელშიც ლუკა ამბობს:

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. ძალიან ვიგრძენი თქვენი მხარდაჭერა აქაც. ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც მთელი ერი. წინ საქართველო, წინ „კრემონეზე“, მიგულშემატკივრეთ აქაც, რომ სერია A-ში დავბრუნდეთ“, - თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ღირსებას 2022 წლის ზაფხულიდან იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110664