ფეხბურთი

2:23 | 27.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთი ევრო 2024-ის ბოლო ფინალისტია

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის ფინალში უელსის ნაკრებმა პოლონეთისას უმასპინძლა და პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა. ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ 0:0 დასრულდა.

პოლონელებმა ხუთივე პენალტი ზუტად დაარტყეს, უელსელთაგან კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, დენიელ ჯეიმსმა ვერ გაიტანა, მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა.

ამრიგად, პოლონეთის ნაკრები ევრო 2024-ის ბოლო ფინალისტი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116907