ფეხბურთი

21:20 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაში ჩაერიოს

ფიფა შესაძლოა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩაერიოს, ამ სტრუქტურაში წესრიგის არარსებობის გამო, რაც გამოვლინდა მის ყოფილ ხელმძღვანელთან ლუის რუბიალესთან დაკავშირებული რიგი სკანდალური სიტუაციების კვალად - წერს Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, ფედერაციის ოფისში სამოქალაქო გვარდიის მიერ რუბიალესის ოთახის ჩხრეკის დროს ნაპოვნი დოკუმენტები ადასტურებს, რომ რუბიალესი და მისი გუნდი მუშაობის დროს მონაწილეობდნენ კორუფციულ გარიგებებში, ფულის გათეთრებაში და არაკეთილსინდისიერ მენეჯმენტში.

ხაზგასმულია, რომ ფიფამ შესაძლოა დააწესოს ზედამხედველობა ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც ადრე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სამოქალაქო გვარდიის ჩხრეკის გამო გაუქმდა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუბიალესი ამჟამად დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფება და 6 აპრილს ესპანეთში დაბრუნებას გეგმავს, სადაც პატიმრობაში გადაიყვანენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132625