ფეხბურთი

18:46 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მნიშვნელოვანი გამარჯვება ევრო 2025-ის შესარჩევ ციკლში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის შესარჩევ ეტაპზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

რამაზ სვანაძის გუნდი სტუმრად ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტარს შეხვდა, რომლის წინააღმდეგ დაგეგმილი 3 ქულის მოპოვება არ გასჭირვებია.

ანგარიში 22-ე წუთზე ლაშა ოდიშარიამ გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამრიგად, სვანაძის გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 6 მატჩში 13 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, რაც პლეი-ოფში თამაშის შესაძლებლობას იძლევა. მესამე ადგილზეა შვედეთი, რომელსაც 10 ქულა აქვს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე მოლდოვის 21-წლამდე ნაკრებთან ჩაატარებს.

გიბრალტარი - საქართველო 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ოდიშარია (22), 0:2 კვერნაძე (75, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11533