ფეხბურთი

22:15 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ბოლო ვარჯიში გიბრალტართან მატჩამდე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 26 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩს, გიბრალტარის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

დღეს, რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარში, ლიბერთი სტედიუმზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. თურქეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო, გუნდს - გიბრალტართან გიზი მამაგეიშვილი ვეღარ დაეხმარება.

ხვალ, 17:00 საათზე, ვიქტორია სტედიუმზე გასამართი მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ შვედეთს 3 ქულით უსწრებს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114613