ფეხბურთი

18:26 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" კოკეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

მადრიდის „ატლეტიკომ“ კოკესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ესპანელ ნახევარმცველს მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ მხარეებმა თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელეს.

კოკე „ატლეტიკოს“ აღზრდილია და სხვაგან არ უთამაშია. „როხიბლანკოს“ მთავარ გუნდში კი, 2010 წლიდან დღემდე 626 შეხვედრაში 47 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112968