წყალტუბოს "სამგურალმა” 26 წლის შემტევი ვატო არველაძე დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ვატო არველაძე სხვადასხვა დროს თამაშობდა ფოთის „კოლხეთში“, თბილისის "ლოკომოტივში", პოლონურ "კორონაში" , თურქულ „ქასიმფაშასა” და "ქარაგიუმრუქში".
2022-2023 წლების სეზონში იყო ბაქოს "ნეფთჩის" ფეხბურთელი, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით თბილისის „დინამოში” გადავიდა. ბოლოს კი ფოთის „კოლხეთში” ასპარეზობდა.
ვატო არველაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ. 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვატო არველაძემ 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდში დებიუტი 2019 წლის 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ჰქონდა.