ფეხბურთი

12:00 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გიბრალტართან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 26 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩს, გიბრალტარის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

დღეს, რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარში, ლათბერი სტედიუმზე პირველი ვარჯიში გამართა. თურქეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო, გუნდს გიბრალტართან გიზი მამაგეიშვილი ვეღარ დაეხმარება.

26 მარტს, ვიქტორია სტედიუმზე გასამართი მატჩის რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ შვედეთს 3 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112687