თამაშგარე

13:46 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დუკისა - ელადის მშვენიერება

26 მარტის ჭეშმარიტად ისტორიული მატჩის გამო, ფიქრი ჩვენი მთლიანად საბერძნეთითაა გარემოცული. ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ამჯერად ბერძენ ლამაზმანზე ვისაუბრებთ, რომელსაც სპორტთან მხოლოდ ის აკავშირებს, რომ წარსულ დროში კვიპროსელი მოცურავის გულისსწორი იყო, თუმცა იმას შემდეგ დიდმა დრომ განვლო.

მთელი თავისი ქალური შარმითა და მომხიბვლელობით თქვენს წინაშეა ბერძენი მოდელი, დუკისა ნომიკო, რომელიც ელადაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მიმზიდიველ ქალად ითვლება. 1986 წელს პირეოსში შობილი დუკისა დიდი ხანია აღარ მოიაზრება პატარა გოგოდ და პელოპონესის ნახევარკუნძულის დარდებიც სრულად აქვს შეგრძნობილი, მაგრამ თავზე მამალ ბუზს არ ისვამს და ისეთი მწყაზარი იერით იმზირება, თითქოს დღენიადაგ ნიფხვისამარა წანწალისას საკვერცხეები გაციებოდეს და ზურგზე ჭვალი დასდგომოდეს.

დუკისა ნომიკო თავის ბოლო ქმარს ვინმე დიმიტრიოს პენესიდისს ორი წლის წინ დაშორდა და ახლა თავისუფალი ქალის ცხოვრებით ტკბება. ამბობენ, ნამეტანი გულღია და კარგი ხასიათის ქალაო, თუმცა იმედია 26 მარტის საღამოს ისეთი სახე ექნება, თითქოს სანტორინის პლაჟზე წამოდრანგული, უზოთი მთვრალი, შიშველი დიმიტრი მედვედევი ენახოს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119591