ფეხბურთი

13:11 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო უილიამსი: "ჩემს ძმასთან კამათის შემდეგ დედამ დაგვირეკა"

„ბილბაოს“ ფეხბურთელმა ნიკო უილიამსმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში თავის ძმასთან, ინიაკი უილიამსთან კამათზე ისაუბრა.

ძმებმა „ალავესთან“ მატჩის დროს მოედანზე იკამათეს და როგორც ნიკომ თქვა, მათ ამის გამო დედამ დაურეკა.

„დედაჩემი ახლა განაშია, მაგრამ გაიგო ჩვენი კამათის შესახებ და დაგვირეკა. თუმცა, ფეხბურთში ეს ხდება, კამათი გასახდელშიც გავაგრძელეთ, მაგრამ სახლში დავბრუნდით თუ არა, ყველაფერი დამთავრდა.

დედაჩემი ჩემთვის მაგალითია, ასევე ინიაკისთვის. ის უკეთესი ცხოვრების საძებნელად უდაბნოში ფეხშიშველი სიარულის შემდეგ ჩავიდა ესპანეთში. აქ ვინმეს გასაძარცვად კი არა, არამედ ოჯახის გამოსაკვებად ჩამოვიდა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ მისთვის.

რასიზმი? არავინ იბადება რასისტი. რასიზმი არის განათლების საკითხი, ბავშვებს კარგად აღზრდა სჭირდებათ, ისინი ჰბაძავენ უფროსებს, აკეთებენ იმას, რასაც ხედავენ.

ვინისიუსი? მას შეურაცხყოფას აყენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი და ამავდროულად შავკანიანია. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, ფეხბურთით უნდა დატკბეთ, აქ შეურაცხყოფის ადგილი არ არის“, - თქვა უილიამსმა.

0.111468