ფეხბურთი

11:45 | 21.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

სვენ ბოტმანი 9 თვე ვერ ითამაშებს

„ნიუკასლ იუნაიტედის“ მცველმა სვენ ბოტმანმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც არათუ მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს, არამედ მომდევნო სეზონის სტარტსაც გამოტოვებს.

ბოტმანმა „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში მიიღო დაზიანება და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, მან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. შედეგად, ინგლისური გუნდის მცველი 6-9 თვის განმავლობაში იუქმებს.

აქვე გეტყვით, რომ სვენ ბოტმანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნიუკასლის“ მაისურით 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123761