ფეხბურთი

21:49 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდი მარცხით დაიწყო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი წარუმატებლად დაიწყო.

ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. მატჩის ბედი მეოთხე წუთზე ზდენეკ ტომანის მიერ გატანილმა გადაწყვიტა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა იტალიამ შოტლანდია დაამარცხა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114097