ფეხბურთი

18:19 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგის ყოფილი ფეხბურთელი ზარიცკი: „ხვიჩას არყოფნა სტუმრებისთვის დიდი პლუსია“

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად 51 წლის მიხაილ ზარიცკიმ საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ფლეი-ოფის მატჩი საქართველოსთან ისტორიული მოვლენაა ლუქსემბურგისთვის. როგორც ჩანს, 1965 წლის შემდეგ ეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პირველი შესაძლებლობაა. ორი თამაში დარჩა, მაგრამ ორივე ძალიან რთული იქნება.

საქართველოს აქვს ძალიან კარგი სტადიონი და ჰყავს შესანიშნავი მაყურებელი: დაახლოებით 55 ათასი გულშემატკივარი მოვა, ისინი ძალიან აქტიურად დაუჭერენ მხარს თავიანთ გუნდს. ვფიქრობ, ლუქსემბურგელები არ არიან მიჩვეულები ასეთ პირობებს, თუმცა თითქმის ყველა საზღვარგარეთ ირჯება, პრაქტიკულად არ არის არც ერთი ფეხბურთელი, რომელიც ლუქსემბურგის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. მაგრამ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს, რადგან ასეთი შანსი დიდხანს არ გამოჩნდება.

ერთადერთი, ვისაც შეუძლია ლუქსემბურგის წინსვლა, მწვრთნელი კი არა, ჟერსონ როდრიგეშია. თუ მას კარგი დღე ექნება, შესაძლოა, გაიმარჯვონ კიდეც. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის.

ხვიჩას არყოფნა კი სტუმრებისთვის დიდი პლუსია“, - ციტირებს ზარიცკის სიტყვებს championat.com.

0.112274