ფეხბურთი

11:50 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გაგნიძის აგენტი: „ლუკა „დინამოდან“ სხვა ვარიანტების მოსაძებნად არ გაიქცევა, კონკურენციის არ ეშინია“

მოსკოვის „დინამოს“ ნახევარმცველის, ლუკა გაგნიძის აგენტი, ირაკლი ლილუაშვილი გუნდში მოთამაშის არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

„როდესაც ფეხბურთელი არ თამაშობს, ეს ყოველთვის პრობლემატურია. მაგრამ „დინამოში“ სერიოზული და სამართლიანი კონკურენცია. გაგნიძე მოედნის ცენტრში თამაშობს პოზიციაზე, სადაც არიან ფომინი, ჩავესი, ლაქსალტი - კარგი ფეხბურთელები.

ლუკა ცდილობს, უნდა დაამტკიცოს, ყველაფერს აკეთებს, რომ შანსი მიიღოს და გამოიყენოს. შესაძლებელია თუ არა სხვა კლუბში გადასვლა? ჯერ ადრეა ზაფხულზე ფიქრი. ახლა „დინამოში“ ჩვენი დონე უნდა დავამტკიცოთ, ლუკა შანსების მიღებაზეა ორიენტირებული. კონკურენცია მას არ აშინებს და გუნდს სხვა ვარიანტების მოსაძებნად არ გაექცევა. უნდა ივარჯიშო და დაელოდო შესაძლებლობას, მეტი არაფერი“, - ციტირებს ლილუაშვილის სიტყვებს RB Sport.

21 წლის ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელი 2021 წლის ივლისში გახდა, 2021/2022 წლების სეზონი კი იჯარით „ეკატერინბურგში,“ „ურალსა“ და პოლონურ „რაკოვში“ გაატარა.

მიმდინარე სეზონში გაგნიძემ „ლურჯ-თეთრების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართული 12 მატჩში 488 წუთი ითამაშა, უგოლოდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119519