MLS-ის მესამე ტურში საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ „ორლანდო სიტი“ 2:0 დაამარცხა.
ანგარიში მეცხრე წუთზე სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა, რომელმაც თანაგუნდელისგან კარგი პასი მიიღო, მცველისგან გათავისუფლდა და ზუსტად დაარტყა.
საბა 85-ე წუთზე შეცვალეს, მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მესამე მატჩში პირველი გოლი გაიტანა. „ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 6 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 24 მარტს, „ტორონტოს“ სტუმრად შეხვდება.