ფეხბურთი

22:44 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" ეროვნულ ლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტური თელავში დასრულდა, სადაც ადგილობრივ კლუბს „დინამო ბათუმმა“ აჯობა.

მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, რომელიც 38-ე წუთზე ახლო მანძილიდან დავით მუჯირმა გაიტანა და ბათუმელებს 1:0 მოაგებინა.

„დინამო ბათუმი“ ერთადერთი უდანაკარგო გუნდია ოთხი ტურის შემდეგ და 12 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი ქუთაისის „ტორპედოს“ 29 მარტს დაუპირისპირდება. „თელავს“ 3 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია, ხოლო მომდევნო შეხვედრას „კოლხეთთან“ ჩაატარებს.

„თელავი“ – „დინამო ბათუმი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მუჯირი (38)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112479