ფეხბურთი

13:05 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლოზემ შესაძლოა, „ლაციოს“ უხელმძღვანელოს

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ შესაძლოა მაურიციო სარი შეცვალოს „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

შეგახსენებთ, რომ სარის გადადგომის შესახებ ოთხშაბათს, 13 მარტს გახდა ცნობილი.

წყაროს ცნობით, მხარეები მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში გამართავენ. კლოზემ უკვე აცნობა „ლაციოს“ ხელმძღვანელებს გუნდის გაწვრთნის მზაობის შესახებ.

გერმანელი სპეციალისტი მწვრთნელად მუშაობდა „ბაიერნის“ (17 წლამდე) ახალგაზრდულ გუნდთან და ავსტრიულ „რაინდორფ ალტახთან.“ ფეხბურთელობისას ის „ლაციოში“ ხუთი წლის განმავლობაში თამაშობდა (2011-დან 2016 წლამდე).

იტალიის მიმდინარე სერია A-ში „ლაციო“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. რომაელებმა 28 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვეს. ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური კლუბი მერვედფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნთან“ დამარცხდა (1:0, 0:3).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110944