ევრო 2024-ის პლეი ოფისთვის უკვე აქტიურად ემზადება ყაზახეთის ნაკრები, რომელიც დუბაიში შეკრებაზეა.
ყაზახთა რუსმა მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ადიევმა გუნდის შემადგენლობაც დაასახელა და 14 მარტს, ყაზახეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს თურქმენეთის წინააღმდეგ.
შემადგენლობა პრაქტიკულად მთლიანად ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ასეთია:
მეკარეები: ბეხან შაიზადა (ორდაბასი), იგორ შაცკი (აკტობე), დანილ უსტიმენკო (კაირატი)
მცველები: სერგეი მალი (ორდაბასი), ნურალი ალიპი (ზენიტი), მარატ ბისტროვი (ასტანა), ალეკსანდრ მაროჩკინი (ასტანა), იან ვოროგოვსკი (ასტანა), იერკინ ტაპალოვი (ტობოლი), ტემირლან იერლანოვი (ორდაბასი), ალეკსანდრ ზუევი (არსენალი ტულა), ბაგდატ კაიროვი (აკტობე), რუსლან ვალიულინი (ტობოლი), ადილხან ტანჟარიკოვი (აკტობე)
ნახევარმცველები: ისლამბეკ კუატი (ასტანა), რამაზან ორაზოვი (აკტობე), აბზალ ბეისებოკოვი (ასტანა), ბახტიარ ზაინუტდინოვი (ბეშიქთაში), აშხატ ტაგიბერგენი (ორდაბასი), მაკსიმ სამოროდოვი (აკტობე), ადილეტ სადიბეკოვი (კაირატი), ისლამ ჩესნოკოვი (ტობოლი)
თავდამსხმელები: აბატ აიმბეტოვი (ადანა დემირსპორი), ელხან ასტანოვი (ასტანა), რამაზან კარიმოვი (ასტანა)
ყაზახეთი 21 მარტს, ნახევარფინალში სტუმრად საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, მოგების შემთხვევაში კი, 26 მარტს, ფინალში ითამაშებს ასევე სტუმრად, საქართველოს ან ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ.