ფეხბურთი

1:36 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისმა პოლიტანოს პირდაპირ ეთერში ინტერვიუ შეაწყვეტინა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მატეო პოლიტანოს Sky Sport-ის პირდაპირ ეთერში ინტერვიუ შეაწყვეტინა.

„აძურის“ ფეხბურთელი საუბრობდა, როდესაც მასთან დე ლაურენტისი მივიდა და ჟურნალისტებს ჩხუბი დაუწყო: „თქვენთან არ უნდა ილაპარაკოს!“ - იმეორებდა ხმამაღლა დე ლაურენტისი.

აქამდე ცნობილი იყო, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი ტელეკომპანია DAZN-ს უცხადებდა პროტესტს, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა Sky Sport-ზეც არიც გაბრაზებული, თუმცა ამის მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063225