თურქეთის პირველი ლიგის მორიგ ტურში ქართველების „ქოჯაელისპორი“ შინ „ტუზლასპორთან“ დამარცხდა (1:2).
მოედნიდან გააძევეს დავით სხირტლაძე, ხოლო გიორგი ხარაიშვილმა ტრავმა მიიღო. ის მატჩის 36-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო, რის გამოც გიორგი ბერიძეს ყვითელი ბარათი უჩვენეს, ხოლო სხირტლაძეს - წითელი. დავითმა შეხლა-შემოხლის დროს მეტოქეს სახეში გაარტყა.
„ქოჯაელისპორი“ ძალიან ცუდ ფორმაშია და 45 ქულით მესამე ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, საუკეთესო ორეულში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად უკვე დაკარგა.