ფეხბურთი

12:52 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდის" მწვრთნელად "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი დაინიშნა

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვალერიან ისმაელი დაითხოვეს. ფრანგ სპეციალისტს კარისკენ „ქოვენთრისთან“ მარცხის (1:2) შემდეგ მიუთითეს.

მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა. ბოლო დროს „უოტფორდის“ შედეგები სავალალო გახდა. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ისმაელი ტომ ქლევერლიმ შეცვალა, რომელიც თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა. ამრიგად, გიორგი ჩაკვეტაძეს ინგლისურ კლუბში ახალი მწვრთნელი ჰყავს.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 45 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 მარტს, „ბირმინგემ სიტის“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11127