ჩოგბურთი

20:16 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შესაძლო გამოსვლაზე: „მოტივაციის პოვნა სულ უფრო რთული ხდება“

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, დიდი სლემის 24-გზის გამარჯვებულმა და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ლოს-ანჯელესში (აშშ) 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებში შესაძლო მონაწილეობაზე ისაუბრა.

„ვნახოთ. ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. მაგრამ ეს აზრი მაწუხებს. მიყვარს ოლიმპიადებზე მონაწილეობა. როგორც ვიცით, ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით იქ ვიქნები თუ არა.

ვფიქრობ, წლიდან წლამდე ვიმუშავებ და ვნახავ, როგორ რეაგირებს ჩემი სხეული და რამდენად დაინტერესებული და მოტივირებული ვიქნები. მოტივაციის პოვნა სულ უფრო რთული ხდება. მაგრამ მაინც მიყვარს სპორტი, ჯერაც უმაღლეს დონეზე ვასპარეზობ და ჯერ კიდევ ნომერ პირველი ვარ მსოფლიოში“, - თქვა ჯოკოვიჩმა პრესკონფერენციაზე.

0.113641