ფეხბურთი

21:36 | 7.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: „რონალდუს „მანჩესტერში“ დაბრუნება არასწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა კრიშტიანუ რონალდუს გუნდში დაბრუნების შემდეგ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„ეს იყო ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება. როდესაც აშკარა გახდა, რომ „იუვენტუსს“ ტოვებდა, სხვა კლუბებსაც სურდათ მისი გადაბირება. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობამ მკითხა: „გსურს, ვცადოთ მისი დაბრუნება?" თანხმობა ვუთხარი, რადგან ვიცით, რომ კრიშტიანუ ხარისხიანი ფეხბურთელია. 37 წლისაა, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო ბომბარდირია. მერე არაფერი გამოგვივიდა, მაგრამ იმ დროს ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

მაშინვე დავიწყეთ ფიქრი, როგორ ვაპირებდით ცვლილებების შეტანას ტაქტიკურ განლაგებაში. კრიშტიანუ განსხვავდება ენტონი მარსიალისგან, რომელიც წინ მოქმედებდა, მეისონ გრინვუდისა და მარკუს რაშფორდისგან. კრიშტიანუს მოსვლისას ყველაზე მეტად ედინსონ კვანი დაზარალდა.

რონალდუს ოთხიდან სამი მატჩის ჩატარება სურდა, მიხვდა, რომ ფეხბურთისთვის ისიც ბერდებოდა. მაგრამ როცა თადარიგში ვტოვებდი, ძალიან ბრაზდებოდა. ბურთთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მაგრამ რაღაცეები უნდა შეგვეცვალა. საბოლოოდ მისი დაბრუნება არასწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა,“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს Evening Standard.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ დაბრუნების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2021 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა. პორტუგალიელი ფორვარდი ამჟამად „ალ-ნასრში“ ირჯება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124674