„ბარსელონა" სერიოზულად შიშობს გუნდის ნახევარმცველის პედრის ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩში „ატლეტიკთან" (0:0) დაშავდა.
წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება გაუმეორდა. ამ ტრავმამ პედრი უკვე ორჯერ შეაწუხა მიმდინარე სეზონში. ამჟამად კატალონიური კლუბის სამედიცინო შტაბს არ შეუძლია ესპანელი ფეხბურთელის მინდორზე დაბრუნების წინასწარი თარიღის დასახელება და არსებულ ვითარებას „უკიდურესად დაძაბულად" ახასიათებენ. პედრის ასევე ურჩიეს, არ გაიკეთოს ოპერაცია და კონსერვატიულ მკურნალობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ადრე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნახევარმცველი მარტის ბოლომდე იუქმებდა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ მოედანზე სეზონის ბოლომდე ვერ გავიდეს.