ფეხბურთი

20:56 | 6.03.2024 | ნანახია 1446 - ჯერ

„იბერია“ ერთპიროვნულად გალიდერდა

დღეს, 6 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურის სამი მატჩი იმართება.

ორი უკვე დასრულდა. „სამტრედიამ“ და ფოთის „კოლხეთმა“ 1:1 ითამაშეს. ქუთაისში კი ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. „ტორპედომ“ „იბერიას“ უმასპინძლა. ეს გუნდები სეზონის ფავორიტებად მიიჩნევიან. ორივემ გაიმარჯვა პირველ ტურში და ამან მათ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

„იბერიამ“ აშკარად აჯობა ოპონენტს პირველ ტაიმში. დუბლი შეასრულა თბილისელთა ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ (45+3, 49 წთ). შესვენების შემდეგ მასპინძლები გამოცოცხლდნენ, შეუტიეს კიდეც და რამდენჯერმე გაამწვავეს თამაში, მაგრამ ერთ ეპიზოდში კონტრშეტევა გაეპარათ საჯარიმოში მალელი შეიკნე სილა წააქციეს და პენალტი ზუსტად დაარტყა შოთა ნონიკაშვილმა.

ბოლო წუთები კი ძალიან დაძაბული გამოდგა. ქუთაისელებმა ორი ბურთი გაიტანეს (ნიკოლა ნინკოვიჩი, ბიორნ იონსენი), შემდეგ ფეხბურთელებს შორის პატარა შეხლაც მოხდა, მაგრამ „იბერიამ“ მაინც გაიმარჯვა - 2:3.

გიორგი მიქაძის გუნდმა 6 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა.

შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლიც ესწრებოდა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:18 | 07.03.2024
lagashi (6738)

ტორპედოს ხელმძღვანელობამ კარგი ტრანსფერები კი გააკეთა, მაგრამ მინდორზე გუნდი არ არის თანაბრად დაბალანსებული, არც დაცვა ჰყავთ და არც სათადარიგო სკამი აქვთ, ასე რომ ეს კლუბი ვერც ევროთასებზე გაიბრწყინებს და სავარაუდოდ ვრრც ეროვნული ლიგის 36 ტურს გაქაჩავენ

22:23 | 06.03.2024
alfadhirhaiti (7530)

იმედია საკუთარი თვალებით ნახა, რო არაბიძე ნაკრებში გამოსაძახებელია. ჰაერივით საჭიროა ნაკრებში არაბიძის თამაში.

22:05 | 06.03.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ექვსში დინამო მოი...ყნა ჰეი ჰეი

21:50 | 06.03.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

იქით ამიერკავკასიის ,,საუკეთესო,,გუნდი გაიფინეს თელავში

21:39 | 06.03.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ეს წაგება ტორპედოსთვის შეიძლება უკეთესიც იყოს,მიწაზე დაბრუნდებიან და უფრო მეტად დააფასებენ ნებისმიერ მეტოქეს!რაც შეეხება მის დღევანდელ მეტოქეს-რაც გინდა დაარქვი როგორც იყვნენ პროვოკატორი სულის ისევე დარჩნენ.კითხვა მსაჯს-რატომ არ გააძევა გოგსაძე რომელმაც არა სათამაშო სიტუაციაში მანჯგალაძეს ფეხებში მოსცხო???აღარაფერს ვამბობ რატომ არ მისცა ყვითელი კუპატაძეს რომელიც კაი მაშველივით 70 მეტრი დაფარა და მივარდა ,,გასაშველებლად,,

0.077641