ფეხბურთი

14:23 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ლაციოსთან" (3:0) „ბაიერნის“ გერმანელმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა კარი ორმოცდამეჩვიდმეტეჯერ შეინახა კარი „მშრალად“ და ამით ტურნირის ისტორიაში „რეალისა" და „პორტუს" ყოფილი მეკარის, იკერ კასილიასის მიღწევა გაიმეორა - წერს სტატისტიკური პორტალი Opta Franz.

საინტერესოა, რომ გერმანელმა ეს მიღწევა ესპანელზე ნაკლებ მატში მოახერხა - 136 177-ის წინააღმდეგ.

მესამე პოზიციას „იუვენტუსისა“ და პსჟ-ის ყოფილი კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი (52) იკავებს.

ნოიერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 25 გოლი გაუშვა და რვაჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117322