ფეხბურთი

11:20 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ახლა უფრო რთულია, ვიდრე მაშინ, როცა ფეხბურთელი ვიყავი"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „კოპენჰაგენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კი ახლა უფრო რთულია, ვიდრე წლების წინ.

„კონკურენცია ძლიერდება და ძლიერდება, უფრო მძიმე ხდება ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. მაქვს განცდა, რომ ნახევარფინალში გასვლა უფრო რთულია. გუნდები უკეთესები არიან, მწვრთნელებიც საუკეთესოები. ახლა უფრო რთულია, ვიდრე მაშინ, როცა ფეხბურთელი ვიყავი.

ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ. შეიძლება იყოს არასწორი გადაწყვეტილებებიც, დეტალები ქმნის განსხვავებას. პატივს ვცემთ „კოპენჰაგენს“ მის სათამაშო სტილს, მიუნხენის „ბაიერნმა“ ისინი ვერ დაამარცხა. კარგი იქნებოდა 7:0 ვყოფილიყავით წინ, მაგრამ ეს ჩვეულებრივ არ ხდება. ჩემპიონთა ლიგა არის ჩემპიონთა ლიგა, მომდევნო ეტაპზე 8 საუკეთესო გუნდი გავა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ და „კოპენჰაგენის“ მატჩი დღეს 23:55 საათზე გაიმართება. ინგლისელებს პირველი შეხვედრა სტუმრად 3:1 აქვთ მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113711