ფეხბურთი

0:29 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "მომავალში რა გველის, არავინ იცის, ახლა მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული"

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა განაცხადა, რომ ამჟამად ინგლისურ კლუბში ბედნიერია, მაგრამ მომავალში რა მოხდება არავინ იცის.

"ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებით. მენეჯერი, დირექტორები, დირექტორთა საბჭო - ეს არაჩვეულებრივი ჯგუფია. არასოდეს იცი ხვალ რა გველის, მაგრამ ამ მომენტში ბედნიერი ვარ. ახლა ჩემი ყურადღება მოედნისკენაა. ბევრი თამაშია ჩასატარებელი. ორი დღის წინ იყო დერბი, ახლა არის ჩემპიონთა ლიგა და კვირას „ლივერპულთან“ მატჩი გველოდება. ასე რომ, ვფიქრობ, ამაზე უნდა გავამახვილო ყურადღება“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 2022 წლიდან დღემდე 84 შეხვედრაში 80 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „მიოლდეს“, „ზალცბურგის“ და „დორტმუნდის“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122043