ფეხბურთი

11:05 | 3.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბარახა: "მოგება შეგვეძლო, მაგრამ მამარდაშვილმაც გადაგვარჩინა"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „რეალთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო.

„3:1-ის შანსი გვქონდა, თუმცა მანამდე გიორგიმ 2:2-სგან გადაგვარჩინა. თამაშის მიწურულს ბოლომდე გვჯეროდა, ორი მომენტი გვქონდა, პენალტიც დაინიშნა, რომელიც მერე გააუქმეს. ძალიან კარგად ვითამაშეთ ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც „რეალია“, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილს 26 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

„ვალენსია“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 მარტს, „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107899