ფეხბურთი

21:00 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა

ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „მილუოლთან“ 0:1 დამარცხდა, გიორგი ჩაკვეტაძეს კი არ უთამაშია.

გიორგის მუხლის პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ისმაელმა აღნიშნა, რომ ის ტკივილს გრძნობს, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ რისკზე არ წასულიყვნენ და ქართველი ფეხბურთელი დაასვენეს.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე 28 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

„უოტფორდი“ 44 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 მარტს, „სუონსის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144311