ფეხბურთი

19:38 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ეს რაღაც განსაკუთრებულია" – „ბაიერის“ მცველი გრიმალდო ჩაბი ალონსოსთან მუშაობაზე საუბრობს

„ბაიერის“ მცველმა ალეხანდრო გრიმალდომ განაცხადა, რომ ჩაბი ალონსოსთან მუშაობა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ფეხბურთელმა გერმანულ კლუბში გადასვლა გადაწყვიტა.

„ყველაფერი ნათელი გახდა, როგორც კი ალონსომ დამირეკა. ისეთი მწვრთნელის ყოლა, როგორიც ჩაბია, რაღაც განსაკუთრებულია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი და ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს.

ვიცოდი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერ ლიგაში მეთამაშა. ყოველთვის მქონდა კარგი მაჩვენებლები გოლებისა და საგოლე პასების მხრივ. წელს კი, მართლაც, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ჩაბის, მისი შტაბის და ჩემი თანაგუნდელების წყალობით“, - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს The Athletic.

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 23 ტურის შემდეგ „ბაიერი“ 61 ქულით პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111809