ფეხბურთი

17:51 | 1.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა (+VIDEO)

ჩინეთის სუპერლიგის პირველ ტურში „შანდონ ტაიშანმა“ „ჩაგჩუნ იატაი“ 4:2 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილმა კი ამ ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

61-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და იმ დროისთვის ანგარიში 4:0 გახადა. ვაკო მოედანზე 70-ე წუთამდე იყო. ყაზაიშვილისთვის ეს მეორე გოლია „შანდონში“, მანამდე აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა თავი.

„შანდონი“ ჩინეთის სუპერლიგის მეორე ტურში 9 მარტს, „ბეიჯინგ გოანს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115129