ფეხბურთი

12:54 | 1.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემი "ვალენსიასთან" სათამაშოდ მზადაა

მადრიდის „რეალს“ ჯუდ ბელინგემი დაუბრუნდა, რომელიც ლა ლიგის უახლოეს ტურში „ვალენსიასთან“ სათამაშოდ მზადაა.

ესპანური მედიის ცნობით, ინგლისელ ნახევარმცველს კოჭის ტკივილი აღარ აწუხებს და „მესტალიაზე“ განაცხადში იქნება, თუმცა ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა, მაინც ნაკლებად სავარაუდოა.

ჯუდ ბელინგემმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 20 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა. „ვალენსია“ – „რეალის“ შეხვედრა 2 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073426