ფეხბურთი

21:28 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მბაპეს გარეშე თამაშს უნდა შევეჩვიოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განმარტება გააკეთა, თუ რატომ შეცვალა კილიან მბაპე „რენთან“ მატჩში (1:1) 65-ე წუთზე.

ფრანგ ფეხბურთელს ტრავმა არ აწუხებდა, მაგრამ ესპანელმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, რაც შემდეგნაირად ახსნა:

„ადრე თუ გვიან, ის აქ არ იქნება, ამიტომ, მის გარეშე თამაშს უნდა შევეჩვიოთ. ჩემთვის, მთავარია, რომ გუნდში კონკურენცია იყოს, როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო სეზონში, ამიტომ მინდა, რომ ყველა ფეხბურთელი გრძნობდეს, რომ შანსი აქვს“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლოს კილიან მბაპეს წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10965